შოთა ხაბარელი იუბილარია

25 დეკემბერი 2017

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი დაბადების დღეს ულოცავს სახელოვან ძიუდოისტს და მწვრთნელს შოთა ხაბარელს  -  XXII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორს, ევროპის ორგზის ჩემპიონს გუნდურ ჩათვლაში,  საქართველოს აბსოლუტურ  ფალავანს  ქართულ ჭიდაობაში, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატს, საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერს, უსურვებს მას ჯანმრთელობას, მხნეობას, წარმატებებს  პირად ცხოვრებაში და საზოგადოებრივ საქმიანობაში.