საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში

27 დეკემბერი 2017

თბილისის ოლიმპიურ პარკში მდებარე ფრენბურთის არენაში  ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში. შეჯიბრება ახალი, 2-დღიანი ფორმატით გაიმართა, პირველი დღე წინასწარ შეხვედრებს, ხოლო მეორე დღე ფინალურ ორთაბრძოლებს დაეთმო.

შეჯიბრებაში 187  მოჭიდავე მონაწილეობდა.  რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის უძლიერესმა ფალავნებმა მოიყარეს თავი. ჩემპიონ-პრიზიორები ათ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ და თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

ლერი ხაბელოვი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის  პრეზიდენტი: „კარგია, რომ საქართველოს ჩემპიონატში საუკეთესო სპორტსმენები გამოვიდნენ. ეს არის ჩვენი ძალების ერთგვარი დათვალიერება ახალი სპორტული სეზონის წინ. ჭიდაობა ჩვენთვის სტრატეგიული და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახეობაა. წლევანდელ მნიშვნელოვან ტურნირებში, მათ შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში  მოპოვებული შედეგები გვარწმუნებს, რომ ჭიდაობის ორივე სახეობაში, განსაკუთრებით კი თავისუფალ ჭიდაობაში, ოლიმპიურ შეჯიბრებებზე  ბრძოლის უნარიანი გუნდები გვეყოლება. გაისად ბუენოს აირესში მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები იმართება, ამას მოსდევს 2019  წლის მეორე ევროპული თამაშები მინსკში, 2020 წელს კი უმთავრესი შეჯიბრება _ ტოკიოს ოლიმპიური თამაშები გველოდება. ოლიმპიური კომიტეტი, სამინისტროსთან და ფედერაციასთან ერთად, ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს იმისთვის, რომ ამ შეჯიბერებებისთვის სრულფასოვნად მოვემზადოთ."

57 კგ

1. ოთარ გოგავა (ხონი, ოლიმპიური რეზერვების მზადების  ეროვნული  ცენტრი)
2. თეიმურაზ ვანიშვილი (გორი)
3. რობერტ დინგაშვილი (ყვარელი)
3. რამაზ დარჩიძე (აჭარა)

65 კგ
1. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (გორი)
2. მაგომედ საიდოვი (ყვარელი,ოლიმპიური რეზერვების მზადების  ეროვნული  ცენტრი)
3. ედემი ბოლქვაძე (სამტრედია)
3. გიორგი რევაზიშვილი (მცხეთა)

74 კგ
1. ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური, ოლიმპიური რეზერვების მზადების  ეროვნული  ცენტრი)
2. ზურაბ ერბოწონაშვილი (საგარეჯო, ოლიმპიური რეზერვების მზადების  ეროვნული  ცენტრი)
3. ტარზან მაისურაძე (ყაზხები)
3. ალექსანდრე ჯაჭვაძე (გამარჯვება,ოლიმპიური რეზერვების მზადების  ეროვნული  ცენტრი)

86 კგ
1. სანდრო ამინაშვილი (გარდაბანი)
2. დავით ხუციშვილი (საგარეჯო)
3. ზაურ ბერაძე (ხარაგაული, ოლიმპიური რეზერვების  მზადების ეროვნული  ცენტრი)
3. დავით ფირუზაშვილი (თბილისი)

96 კგ
1. ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი)
2. ზვიად მეტრეველი (ონი)
3. გივი მაჭარაშვილი (მცხეთა)
3. მამუკა კორძაია (აჭარა)

 

61 კგ
1. ლაშა ლომთაძე (ქუთაისი)
2. ბექა ლომთაძე (ქუთაისი)
3. ლევან მურცხვალაძე (თბილისი)
3. ამირან ვახტანგიშვილი (გორი)

70 კგ

1. ზურაბ იაკობიშვილი (ყვარელი)
2. ლევან ქელეხსაშვილი (ხაშური, ოლიმპიური რეზერვების მზადების  ეროვნული  ცენტრი)
3. კონსტანტინე ხაბალაშვილი (გორი)
3. რამაზან მალაკოევი (ყვარელი,ოლიმპიური რეზერვების მზადების  ეროვნული  ცენტრი)

79 კგ

1. იაკობ მაქარაშვილი (თბილისი)
2. ჯაბა ყველაშვილი (გორი)
3. ტარიელ გაფრინაშვილი (თბილისი)
3. თორნიკე კვინიკაძე (ხაშური)

92 კგ

1. ირაკლი მწითური (თბილისი)
2. ნოდარ ეგაძე (გორი)
3. საბა ჩიხრაძე (რუსთავი)
3. გოჩა ლომთათიძე (თბილისი)

125 კგ

1. გიორგი მეშვილდიშვილი (ონი,ოლიმპიური რეზერვების მზადების  ეროვნული  ცენტრი)
2. ომარ გუსოშვილი (გორი)
3. თედო ებანოიძე (ხარაგაული)
3. ლაშა ჯელაძე (ამბროლაური,ოლიმპიური რეზერვების მზადების  ეროვნული  ცენტრი)