ძიუდოისტებმა საქართველოს ჩემპიონატის მედლები გაინაწილეს

29 დეკემბერი 2017

შოთაჩოჩიშვილისსახელობისძიუდოსაკადემიაში დასრულდა საქართველოსჩემპიონატი ძიუდოში.

შეჯიბრებაში სხვადასხვა მიზეზით მონაწილეობა ვერ მიიღო საქართველოს ნაკრების რამდენიმე ლიდერმა, მათ შორის - ამირან პაპინაშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა, უშანგი მარგიანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა, გურამ თუშიშვილმა, ადამ ოქრუაშვილმა.

ამის მიუხედავად, ტატამზე საინტერესო ბრძოლები გაიმართა. უმჩატეს წონაში ქვეყნის ჩემპიონი მეორედ გახდა ლუხუმ ჩხვიმიანი, 66 კგ კატეგორიაში საუკეთესო იყო ახალგაზრდებსშორისმსოფლიოსჩემპიონატის პრიზიორი თორნიკე ნაგლიაშვილი.  მომდევნო, 73 კგ წონაში ოქროს მედალი ერგო ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა შავდათუაშვილს, რომელმაც ფინალში ზვიად კაპანაძე დაამარცხა.ქვეყნის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორმათამაზკირაკოზაშვილმა (81 კგ). მან გადამწყვეტ  ბრძოლაში ვაზარით აჯობა გამოცდილნუგზარტატალაშვილს.

განსაკუთრებულიინტერესი გამოიწვია ბექა ღვინიაშვილისა და ავთანდილჭრიკიშვილისფინალურმა შეხვედრამ 90 კგ წონაში. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი ჭრიკიშვილი კარგა ხანია სარბიელზე არ გამოსულა და ახლა შედის სპორტულ ფორმაში. დაძაბული საჩემპიონო ბრძოლა ღვინიაშვილმა ვაზარის უპირატესობით მოიგო.

100 კგ კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი გადხა ლაშატაველური, მძიმე წონაში - ლევან მატიაშვილი.

ჩემპიონატს ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი.

 

60კგ

1.ლუხუმჩხვიმიანი

2.ლაშაჩადუნელი

3.ამირანდარბაისელი

3.თემურნოზაძე

66კგ

1.თორნიკენაგლიაშვილი

2.ზვიადხუბულური

3.ნიკოჭიკაიძე

3.ლაშაგიუნაშვილი

73კგ

1.ლაშაშავდათუაშვილი

2.ზვიადკაპანაძე

3.ომარნიაზაშვილი

3.ფრიდონგიგანი

81კგ

1.თამაზკირაკოზაშვილი

2.ნუგზარტატალაშვილი

3.კობამჭედლიშვილი

3.ზებედარეხვიაშვილი

90კგ

.1 ბექაღვინიაშვილი

2.ავთანდილჭრიკიშვილი

3.თორნიკეჯუღელი

3.გიორგიპაპუნაშვილი

100კგ

1.ლაშატაველური

2.იასონნემსაძე

3. ონისესანებლიძე

3.დავითოზბეთელაშვილი

+100კგ

1.ლევანმატიაშვილი

2.ონისებუღაძე

3.გიორგიქავთარაძე

3.გიორგიზაქარიაძე