პიონჩანგ-2018-ის საორგანიზაციო კომიტეტი მიესალმება ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობას ოლიმპიადაში

01 იანვარი 2018

ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებით, თუ ჩრდილოეთ კორეა მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიადაში, ეს იქნება ნამდვილი ოლიმპიური სულის გამოვლინება.  

ჩრდილოეთ კორეელი სპორტსმენების ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის შესახებ  საახალწლო მიმართვისას განაცხადა  კიმ ჩენ ინმა.  როგორც ჩრდილოეთკორეელმა ლიდერმა აღნიშნა, მზად არის  პიონჩანგ-2018-ზე გაუშვას თავისი ქვეყნის გუნდი და ამის თაობაზე  სასწრაფო მოლაპარაკება დაიწყოს სამხრეთ კორეასთან.  

მართალია, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე განაცხადის წარდგენის ვადები  ამოიწურა, თუმცა, ჩრილოეთ კორეას კიდევ აქვს დარჩენილი ტექნიკური შესაძლებლობა,  იანვრის შუა რიცხვებამდე გააკთოს ოფიციალური განაცხადი ოლიმპიადაზე მისი სპორტსმენების გაგზავნის თაობაზე.