CAS-ი რუს სპორტსმენთა საქმეებს გააერთიანებს და ისე განიხილავს

08 იანვარი 2018

ლოზანის სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS) გადაწყვეტილებით, რუსი სპორტსმენების მიერ შეტანილი საჩივრები გაერთიანდება და 27 იანვრამდე განიხილება.

„CAS-ი მიმდინარე თვის მესამე დეკადაში - 27 იანვრამდე ყველა საჩივარს განიხილავს. ამასთან, საჩივრები ცალ-ცალკე არ განიხილება და ერთ საქმედ გაერთიანდება", - გვამცნობს რუს სპორტსმენთა ინტერესების დამცველი არტემ პაცევი.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე 43 რუსი სპორტსმენის შედეგები გააუქმა და მათ 2018 წლის პიონჩანგის ოლიმპიადზე მონაწილეობა აუკრძალა.

პიონჩანგი-2018-ზე რუსეთის ნაკრები არა ეროვნული, არამედ ნეიტრალური დროშით წარსდგება.