საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

11 იანვარი 2018

თბილისის ოლიმპიურ პარკში მდებარე ფრენბურთის არენაში დასრულდა  საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ  ჭიდაობაში. ჩემპიონატში მონაწილეობდნენ ჩვენი ქვეყნის უძლიერესი ფალავნები. ჭიდაობის გულშემატკივრებმა არაერთი საინტერესო და დაძაბული ორთაბრძოლა იხილეს. გამოცდილ ფალავნებთან ერთად, საპრიზო ადგილზე არაერთი ახალგაზრდა და პერსპექტიული სპორტსმენი გავიდა.

55 კილოგრამი წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა ნუგზარ წურწუმია, 60 კგ წონით კატეგორიაში დავით ჩხარტიშვილი, 63 კგ წონით კატეგორიაში ლევან ქავჟარაძე. 67 კგ წონით  კატეგორიაში ფინალური  შეხვედრა  ოლიმპიური  პრიზიორის  შმაგი ბოლქვაძის გამარჯვებით დასრულდა, 72 კგ  კატეგორიში იური ლომიძე, 77 კგ  წონით კატეგორიაში  თორნიკე ძამაშვილი, 82 კგ წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში  გამარჯვებული გახდა ევროპის ორგზის  ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი, 87 კგ  წონით კატეგორიაში რობერტ კობლიაშვილი, 97 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ერგო კოკა კირცხალიას, 130 კგ წონით კატეგორიაში კი ჩემპიონის ტიტულს იაკობ ქაჯაია დაეუფლა.

ჩემპიონ-პრიზორები  ათ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ და თასებით,მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

გუნდურ ჩათვლაში აჭარის ნაკრებმა გაიმარჯვა, მეორე ადგილზე ოზურგეთი გავიდა,  მესამეზე  - თბილისი.

ჩემპიონატს ესწრებოდა  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

55 კგ

1. ნუგზარ წურწუმია (ხობი)
2. ზურაბ მაჭარაშვილი (ოზურგეთი)
3. კახა ირემაძე (აჭარა)
3. ბაჩანა ფუტკარაძე (აჭარა)

60 კგ

1. დავით ჩხარტიშვილი (ოზურგეთი)
2. რამაზ სურმანიძე (აჭარა)
3. ირაკლი ძიმისტარაშვილი (ოზურგეთი)
3. ლაშა მარიამიძე (თბილისი)

63 კგ

1. ლევან ქავჟარაძე (ოზურგეთი)
2. ლერი აბულაძე (აჭარა)
3. ფირუზ წულუკიძე (აჭარა)
3. ხვიჩა ჭითავა (სენაკი)

67 კგ

1. შმაგი ბოლქვაძე (აჭარა)
2. თორნიკე ჯანგავაძე (ქუთაისი)
3. გოგა გოგიბერაშვილი (სამტრედია)
3. ჯონი ხეცურიანი (ხობი)

72 კგ

1. იური ლომაძე (ოზურგეთი)
2. რამაზ ზოიძე (აჭარა)
3. გ. ხუჭუა (ოზურგეთი)
3. გოგა აფრიამაშვილი (ადიგენი - ორც)

77 კგ

1. თორნიკე ძამაშვილი (გარდაბანი)
2. მინდია წულუკიძე (აჭარა)
3. ბაკურ გოგოლი (თბილისი)
3. გელა ბოლქვაძე (აჭარა)

82 კგ

1. ზურაბ დათუნაშვილი (თბილისი)
2. ლაშა გობაძე (აჭარა)
3. აივენგო რიკაძე (გარდაბანი)
3. რუდოლფ ოგანეზოვი (თბილისი)

87 კგ

1. რობერტ კობლიაშვილი (გარდაბანი)
2. ვარლამ კვარაცხელია (ხობი)
3. გიორგი ქაცანაშვილი (სართიჭალა)
3. გურამ ხეცურიანი (ქუთაისი)

97 კგ

1. კოკა კირცხალია (თბილისი)
2. რევაზ ნადარეიშვილი (თბილისი)
3. ირაკლი ქაჯაია (წყალტუბო)
3. ვალერი მურვანიძე (ოზურგეთი)

130 კგ

1. იაკობ ქაჯაია (წყალტუბო)
2. ბექა კანდელაკი (თბილისი - ორც)
3. ლევან არაბული (მცხეთა)
3. ვასილ იმერლიშვილი (რუსთავი)