ბუენოს აირესი-2018-ის მედლების დიზაინის კონკურსის ვადა ამოიწურა

12 იანვარი 2018

დღეს ამოიწურა ბუენოს აირესის 2018 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მედლების დიზაინზე  საკონკურსო განაცხადებების მიღების ვადა.

ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების საუკეთესო დიზაინის ავტორს, აგრეთვე ორ მეორეადგილოსანს იანვრის ბოლოს საგანგებოდ შერჩეული ჟიური გამოავლენს. ჟიურის  შემადგენლობაში რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად იქნებიან სპორტის ლეგენდები:  ჰოკეიში ოლიმპიური ჩემპიონი და სოკ-ის ათლეტთა კომისიის ამერიკელი პრეზიდენტი ანჯელა რუგიერო და ბუენოს აირესი-2018-ის სოკ-ის საკოორდინაციო კომისიის პრეზიდენტი,  ბადმინტონის ყოფილი ვარსკვლავი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ლი ლინგვეი.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ბუენოს აირესის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მედლების დიზაინისთვის კონკურსი შარშან 16 ნოემბერს გამოაცხადა, საუკეთესო ნამუშევრები კი იანვრის ბოლოს გამოვლინდება.

კონკურსში გამარჯვებულებს, გარდა იმისა, რომ ოლიმპიადის ისტორიის ნაწილი გახდებიან და მედლების კომპლექტით დააჩუქრდებიან, შესაძლებლობა მიეცემათ ბუენოს აირესის ახალგაზრდული თამაშების გახსნის ცერემონიალს და მედლების პრეზენტაციას დაესწრონ.