ASOIF-მა ნენად ლალოვიჩი IOC-ის აღმასრულებელ საბჭოში წარადგინა

26 იანვარი 2018

სპორტის ზაფხულის სახეობათა საერთაშორისო ოლიმპიური ფედერაციების ასოციაციიამ (ASOIF) ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების (UWW) პრეზიდენტი, სერბი ნენად ლალოვიჩი წარადგინა საერთაშორორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭოს წევრის თანამდებობაზე. სწორედ ლალოვიჩმა გაიმარჯვა ASOIF-ის ორრაუნდიან შიდა არჩევნებში, სადაც მასთან ერთად კენჭს იყრიდნენ ტრიატლონის საერთაშორისო კავშირისა და ნიჩბოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტები - ესპანელი მარისოლ კასადო და ფრანგი ჟან-კრისტოფ როლანდი.

IOC-ის აღმასრულებელ საბჭოში ვაკანტური ადგილი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ამ საბჭოში ASOIF-ის კვოტით შესულ ტაივანელ ჩინგ-კოე ვუს  კრივის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს პოსტის დატოვება მოუწია.

59 წლის ნენად ლალოვიჩი ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებას 2013 მაისიდან ხელმძღვანელობს, 2015 წლიდან IOC-ის წევრია. IOC -ის აღმასრულებელი საბჭოს წევრის  პოსტზე ლალოვიჩის კანდიდატურის განხილვა და დამტკიცება შეტანილია IOC-ის სესიის დღის წესრიგში, რომელიც თებერვლის პირველ რიცხვებში პიონჩანგში (სამხრეთ კორეა) გაიმართება.