სპორტის საარბიტრაჟო სასამართლო პიონჩანგში ოფისებს გახსნის

28 იანვარი 2018

2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას პიონჩანგში  სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS)  ოფისი იმუშავებს. ამგვარი გადაწყვეტილება მიღებულია ოლიმპიადაზე დოპინგთან დაკავშირებით  წარმოქმნილი ნებისმიერი საკითხის ოპერატულად განსახილველად. გარდა ამისა, CAS-ი გახსნის კიდევ ერთ ოფისს, რომელიც სამართლებრივი საკითხებით იქნება დაკავებული.

ერთგვარი საველე ოფისი განთავსდება სამთო-სათხილამურო ცენტრში, სადაც სლალომისტთა ასპარეზობები ჩატარდება. CAS-ის ოფისები იმუშავებს 30 იანვრიდან 25 თებერვლის ჩათვლით. ოფისებს უხელმძღვანელებს CAS-ის გენერალური მდივანი მატიე რიბი.

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს ანალოგიური ოფისები გახსნილი იყო რიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზეც.