სეოკ-ში ოლიმპიური სოლიდარობის ეგიდით ჩატარდა სპორტის მენეჯმენტის უმაღლესი კურსების (ASMC) პირველი სემინარი

30 იანვარი 2018

სემინარი გახსნა სეოკ-ის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა. პროგრამის დირექტორმა, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა რუსუდან აფციაურმა სემინარის მონაწილეებს დეტალურად გააცნო მენეჯმენტის კურსების დანიშნულება, მიზნები, მონაწილეების მხრიდან კურსების წარმატებით დასრულებისთვის აუცილებელი მოვალეობები.

კურსიის მონაწილეებს განემარტათ, რომ სპორტის მენეჯმენტის კურსები ძირითადად ეფუძნება თეორიულ ლექციებს სოკ-ის მიერ განსაზღვრულ მენეჯმენტის აქტუალურ საკითხებზე (ოლიმპიური სპორტული ოგანიზაციების მართვა, სტრატეგიული მართვა, მარკეტინგი, მნიშნელოვანი სპორტული ღონისძიების ორგანიზება, ფინანსები)  და ასევე  დისტანციურ სწავლებას მათთვის წინასწარ მიწოდებულ მასალაზე დაყრდნობით.  

აღნიშნული პროგრამის ფრგლებში ოლიმპიური კომიტეტი მომდევნო თვეების განმავლობაში აქტიურად ითანამშრომლებს კურსებში დარეგისტრირებულ ეროვნული ფედერაციების, სპორტის სასწავლო უნივერსიტეტის,  სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების სპეციალისტებთან.

კურსები დასრულდება 2018 წლის ივნისში, ხოლო წარმატებული მონაწილეები დაჯილდოვდებიან  სოკ-ის დიპლომებით.