სეოკ-ის მილოცვა ნინო სალუქვაძეს

01 თებერვალი 2018

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი დაბადების დღეს ულოცავს ნინო სალუქვაძეს - სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტს,  რვა ოლიმპიადის მონაწილეს, 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს და მეორე პრიზიორს, 2008 წლის პეკინის ოლიმპიადის მესამე პრიზიორს, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონს და პრიზიორს,  მსოფლიოს სუპერ-თასის ცხრაგზის მფლობელს, სპორტის დამსახურებული ოსტატს, ღირსების ორდენისა და ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენების კავალერს.

 ქალბატონ ნინოს ვუსურვებთ,  ჯანმრთელობას და წარმატებებს როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაში.