ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მედლის დიზაინი ცნობილია

01 თებერვალი 2018

„გამარჯვების ფოიერვერკი" - ასე ჰქვია მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მედლის დიზაინის ესკიზს, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა ბუენოს აირეს-2018-ის  მიერ გამოცხადებულ კონკურსში. სწორედ ამ ესკიზის მიხედვით დამზადდება ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, რომლებსაც მიიღებენ თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები.

 კონკურსის გამარჯვებული გახდა 18 წლის ინდონეზიელი დიზაინერი მუჰამად ფარიდ ჰუსენი. ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე დასასწრებად  მას მიიწვევენ არგენტინაში და ამ მოგზაურობას  მთლიანად დააფინანსებს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი. ჰუსენს ასევე გადასცემენ მედლების სრულ კომპლექტს.

კონკურსში მონაწილეობა მიიღო 50-ზე მეტი ქვეყნის 300-მა დიზაინერმა.

მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ბუენოს აირესში 2018 წლის 6-18 ოქტომბერს გაიმართება.