სეოკ-მა და ,,ავერსმა" მემორანდუმი განაახლეს

02 თებერვალი 2018

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერიხაბელოვმა და საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის განახლებას მოაწერეს ხელი. ამ დოკუმენტის თანახმად "ავერსი" იღებს ვალდებულებას საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრებს, პერსპექტიულ სპორტსმენებს, ვეტერან ოლიმპიელებს გაუწიოს უფასო სამედიცინო მომსახურება და უზრუნველყოს საჭირო მედიკამენტებით.

სეოკ-სა და „ავერსს" შორის თანამშრომლობას საფუძველი 2009 წელს ჩაეყარა და დღემდე წარმატებით გრძელდება.

ავერსის" კლინიკაში მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი,  ჩვენი სახელოვანი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები.

ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება. სეოკ-ეს არის მეტად მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი. „ავერსის" დახმარებით ამ წლების განმავლობაში ასეულობით ვეტერანმა თუ მოქმედმა სპორტსმენმა მიიღო კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. ,,ავერსის"  თანადგომა განსაკუთრებულ მნიშვნელოვანია  ჩვენი ვეტერანი სპორტსმენებისთვის. ამიტომაც სიამოვნებით და მადლიერებით ვაგრძელებთ თანამშრომლობას," - აღნიშნა ლერი ხაბელოვმა.

პაატა კურტანიძის თქმით, „ავერსი" ასევე მოხარულია ოლიმპიურ კომიტეტთან თანამშრომლობით, რადგან ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის თანადგომა მათთვის დიდი პატივია: ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას, რომელსაც უკვე 10 წლის ისტორია აქვს. მოხარულნი ვართ, რომ გავაქვს შესაძლებლობა გვერდში დავუდგეთ ოლიმპიურ კომიტეტს, სამედიცინო დახმარება აღმოვუჩინოთ სახელოვან ვეტერანებს და მოქმედ სპორტსმენებს, რომლებმაც  უნდა იასპარეზონ დიდ სპორტულ სარბიელზე და ასახელონ ჩვენი ქვეყანა. მათი გამარჯვება ჩვენი საერთო გამარჯვებაა," - განაცხადა პაატა კურტანიძემ.

შეხვედრის დასასრულს ვეტერანმა ოლიმპიელებმა საქველმოქმედო ფონდ "ავერსს" და სეოკ-ს დიდი მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მათთვის ამ პროგრამის ფუნქციონირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.