IOC-მა კრივის საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელობასთან დაკავშრებით გამოძიება დაიწყო

04 თებერვალი 2018

კრივის საერთაშორისო ასოციაციის (AIBA) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე უზბეკი გაფურ რახიმოვის დანიშვნამ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC) კრივის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელთა მიმართ გამოძების დაწყებისკენ უბიძგა.

გამოძიების დაწყების გადაწყვეტილება პიონჩანგში დღეს გამართულ IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე მიიღეს. IOC-ის ოფიციალურ ვებ-საიატზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ IOC-ი უკმაყოფილოა მმართველობასთან, ფინანსებთან და ანტისადოპინგო საკითხებთან დაკავშირებით AIBA-ს მოხსენებით. AIBA-ს მხრიდან ახალი, სრულფასოვანი მოხსენების წარდგენამდე IOC-მა შეაჩერა AIBA-ს მიმართ  ფინანსური ვალდებულებების შესრულება.

„IOC-ის აღმასკომი შეშფოთებულია AIBA- მმართველობაში შექმნილი ვითარებით, - აცხადებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი, - AIBA- ხელმძღვანელების მიმართ გამოძიების დაწყებას ვადასტურებთ. AIBA-სთან ყველანაირ კონქტაქტზე უარს ამბობს IOC-ის აღმასკომიც, გარდა სამუშაო საკითხებისა, რომელიც აუცილებელია IOC-ის გადაწყვეტილებების განსახორციელებლად."

გარდა ამისა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი უფლებას იტოვებს გადახედოს ოლიმპიური თამაშების პროგრამას და თუ საჭიროდ ჩათვლის, იმსჯელოს ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში და ბუენოს აირესის 2018 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში კრივის ჩართვა-არჩართვის საკითხზე.

AIBA-მ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომს ახალი მოხსენება არაუგვიანეს 2018 წლის 30 აპრილამდე უნდა წარუდგინოს.

ახლახანს გამართულ კრივის საერთაშორისო ასოციაციის რიგგარეშე კონგრესზე ამ სახეობის მმართველი ორგანოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იტალიელი ფრანკო ფალჩინელი თანამდებობიდან გადადგა, მისი ადგილი კი უზბეკმა გაფურ რახიმოვმა დაიკავა.

AIBA-ს პრეზიდენტის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც შარშან, ნოემბერში თანამდებობა დატოვა ტაივანელმა ჩინგ-კოე ვუმ.