საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია პიონჩანგის თამაშებზე გაემგზავრა

06 თებერვალი 2018

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ლერი ხაბელოვის ხელმძღვანელობით 2018 წლის პიონჩანგის ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე გაემგზავრა.

ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშები 9-25 თებერვალს ჩატარდება და მასში საქართველოდან სპორტის 3 სახეობაში 4 ლიცენზირებული სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილე ქართველი სპორტსმენები

1.იასონ აბარამაშვილი - სამთო - სათხილამურო სპორტი ( IV თამაშები) 
2.ნინო წიკლაური - სამთო - სათხილამურო სპორტი (III თამაშები) 
3.გიორგი სოღოიანი - საციგაო სპორტი (I თამაშები) 
4.მორის ყვითელაშვილი - ფიგურული ციგურაობა (I თამაშები)

შეჯიბრებების გრაფიკი (განსხვავება თბილისის დროსთან +5 საათი)

11.02 - 18:50 - 21:35 - გიორგი სოღოიანი 
12.02 - 10:15 - 15:35 - ნინო წიკლაური (გიგანტური სლალომი) 
14.02 - 10:15 - 15:25 - ნინო წიკლაური (სლალომი) 
16.02 - 10:00 - 14:30 - მორის ყვითელაშვილი (მოკლე პროგრამა)
17.02 - 10:00 - 14:25 - მორის ყვითელაშვილი (თავისუფალი პროგრამა) 
18.02 - 10:15 - 15:45 - იასონ აბრამაშვილი (გიგანტური სლალომი) 
22.02 - 10:15 - 15:40 - იასონ აბრამაშვილი (სლალომი )

სამთო-მოთხილამურეები იასონ აბრამაშვილი და ნინო წიკლაური პიონჩანგში დღეს გაემგზავრნენ,მოციგავე გიორგი სოღოიანი უკვე ოლიმპიურ სოფელში იმყოფება, ფიგურული მოციგურავე მორის ყვითელაშვილი კი საქართველოს დელეგაციას 9 თებერვალს შეურთდება.