8 წელი ვანკუვერის ტრაგედიიდან

12 თებერვალი 2018

ვანკუვერის 2010 წლის ზამთრის XXI ოლიმპიური თამაშები საქართველოსათვის ტრაგიკულად დაიწყო. მომხდარმა ტრაგედიამ შეძრა მთელი მსოფლიო, თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, 12 თებერვალს უისტლერის საციგაო ტრასაზე საცდელი დაშვებისას ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი ფატალურ შემთხვევას ემსხვერპლა.

ნოდარი შრომისმოყვარე, ნიჭიერი, მიზანდასახული, მრავალმხრივად განათლებული ახალგაზრდა გახლდათ. საქართველოს ოლიმპიური გუნდის გამორჩეულ და საოცარი პერსპექტივის მქონე სპორტსმენს ნამდვილად დიდი მომავალი ჰქონდა, რომ არა ეს საბედისწერო შემთხვევა.
ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელის უკვდავსაყოფად და მისი ხსოვნისადმი პატივის მისაგებად საქართველო და საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობა მუდამ ერთსულოვანი იქნება.