პიონჩანგის ოლიმპიადაზე წარმოქმნილი სატრანსპორტო პრობლემების აღმოსაფხვრელად დამატებით 2,77 მილიონი დოლარი დაიხარჯება

13 თებერვალი 2018

პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე წარმოქმნილი სატრანსპორტო პრობლემების აღმოსაფხვრელად თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი დამატებით 2,77 მილიონ დოლარს დახარჯავს, ავტობუსების რაოდენობა კი 1800-დან 2000-მდე გაიზრდება.

საოლიმპიადოდ ზედმიწევნით მოვამზადეთ სატრანსპორტო სისტემა, მაგრამ ჩვენი გეგმების განხორციელებისას გარკვეული სირთულეები შეგვექმნა. მინდა ამისთვის ბოდიშმოვიხადო, - ამბობს პიონჩანგის საორგანიზაციო კომიტეტის სატრანსპორტო ბიუროს ხელმძღვანელი კან ჰი აპი, - საკმაოდ შეზღუდული რესურსები გვქონდა. გარდა ამისა, პიონჩანგის მთიან რაიონებში არ გვყოფნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ყველაფერს ვიღონებთ, რათა ჩვენი კლიენტები კმაყოფილები დარჩნენ. ასევე მნიშვნელოვნად გავზრდით სატრანსპორტო სისტემის ხარჯებს."