„XXI საუკუნის" მოსწავლეები ოლიმპიურ მუზეუმში

15 თებერვალი 2018

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლის - „ XXI საუკუნის" მოსწავლეები ესტუმრნენ. მათ დაათვალიერეს ოლიმპიური მუზეუმი, გაეცნენ ქართველი სპორტის ოლიმპიურ ისტორიას, ჩვენი ოლიმპიელების წარმატებებს.  მოსწავლეებს პატივი ჰქონდათ შეხვედროდნენ  XV ოლიმპიური თამაშების (ჰელსინკი, 1952) ჩემპიონს რაფაელ ჩიმიშკიანს. სახელოვანმა  ძალოსანმა ახალგაზრდებს  მოუთხრო მის მიერ განვლილ  სპორტულ გზაზე,  სპორტის როლსა და  მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა  ოლიმპიური კომიტეტისგან საჩუქრად მიიღეს საყმაწვილო ოლიმპიური ენციკლოპედია  - „მოგზაურობა ოლიმპეთში".