IOC-ის წევრის თქმით, რუსეთის წარმომადგენელებს შეგნებულად თავს არიდებენ

17 თებერვალი 2018

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭოს წევრი გუნილა ლინდბერგი ესარჩლება პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს, რომლებიც ერთ გუნდად გამოდიან სახელით „ოლიმპიელი ათლეტები რუსეთიდან" (OAR). ლინდბერგი ფიქრობს, რომ სხვადასხვა ქვეყნისსპორტსმენები ამ გუნდის წარმომადგენელებს შეგნებულად თავს არიდებენ, მათ იგნორირებას ახდენენ, რითიც ოლიმპიური პრინციპები ირღვევა.

ლინდბერგი ოლიმპიადაზე მომხდარი არაერთი ასეთი შემთხვევით  უკმაყოფილოა: ყოველივე ეს მეტად სამწუხაროა, რადგან ზუსტად ვიცით, რომ რუსმა სპორტსმენებმა აქ არაერთი დოპინგ-ტესტი გაიარეს. თუ შენს მოწინააღმდეგეს არ ესაუბრები, ეს ოლიმპიურ პრინციპებს ეწინააღმდეგება. რა თქმა უნდა, სპორტსმენისთის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება მოხდეს, ეს „ჭუჭყიან" მეტოქესთან გაჯიბრებაა. მჯერა, ჩვენს მიერ მიღებულ ზომებსა და გატარებულ მოქმედებებსსუფთა" ათლეტები არ დაუზარალებია."

IOC-ის მიერ პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე რუს ოლიმპიელთა ნეიტრალური სტატუსით დაშვებას სპორტულ სამყაროში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ბევრი მიიჩნევს, რომ რუსები მართლაც მოიხმარდნენ აკრძალულ პრეპარატებს და რომ საერთაშორისო კომიტეტის სანქციები სამართლიანია.

მაგალითად, სკელეტონში სოჭის თამაშების ბრიტანელი ჩემპიონი ლიზი იარნოლდი ამბობს, რომ რუსი მეტოქეების დანახვას ურჩევნია, სადმე სხვაგან გაიხედოს.

რუს მეტოქეებთან ურთიერთობას შეგნებულად არიდებს თავს არაერთი ამერიკელი სპორტსმენიც. მათ შორისაა სკელეტონში სოჭის თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი მეტ ანტუანიც, რომელსაც რუსების უცოდველობისა არ სჯერა და ამიტომაც OAR-ის წარმომადგენლებთან ურთიერთობის აუცილებლობას ვერ ხედავს.

IOC -ის აღმასრულებელი საბჭოს 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ანტიდოპინგური წესების სისტემატური დარღვევის გამო, რუსეთის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს IOC-ის წევრობა დროებით შეუჩერდა, ხოლო რუსეთის ნაკრებს პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ქვეყნის სახელით და დროშით მონაწილეობა აეკრძალა.

იმავე გადაწყვეტილების თანახმად, რუსი სპორტსმენები პიონჩანგში ნეიტრალური ოლიმპიური დროშით გმოდიან, ხოლო მათ მოიხსენიებენ სახელით - ოლიმპიელი ათლეტები რუსეთიდან" (OAR).