ზამთრის ოლიმპიადების მეათასე ოქროს მედალი იაპონელმა იუძურუ ჰანიუმ დაისაკუთრა

17 თებერვალი 2018

პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშები ისტორიული გამოდგა იაპონელი მოციგურავე იუძურუ ჰანიუსთვის.  ერთეულთა თანრიგში მოასპარეზე სპორტსმენმა პიონჩანგში მოპოვებული ოლიმპიური ჩემპიონობით ოთხი წლის წინანდელი შედეგი გაიმეორა. თანაც, მისი ეს ოქრო ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში გათამაშებული მეათასე უმაღლესი სინჯის მედალი აღმოჩნდა. ამასთან, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის (სენტ მორიცი - 1948, ოსლო - 1952), ამერიკელი დიკ ბატონის შემდეგ იუძურუ ჰანიუ გახდა მეორე ოლიმპიელი, რომელმაც ფიგურულ სრიალში ერთეულთა თანრიგში ოლიმპიური ჩემპიონობა ზედიზედ მოიპოვა.

სიტყვები არ მყოფნის, ემოციები მეძალება. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემი გამოსვლით უსაზღვროდ ბედნიერი ვარ. კარიერის საუკეთესო დღე მაქვს. თავში მხოლოდ ერთი სიტყვა მიტრიალებს და ეს სიტყვაბედნიერებაა", - ამბობს იუძურუ ჰანიუ.

პიონჩანგში ასევე რეკორდული გამოდგა 37 წლის ნორვეგიელი მოთხილამურის, მარიტ ბიორგენის მიღწევაც. 4X5 კმ ესტაფეტაში  ჩემპიონობით ნორვეგიელმა ზამთრის ოლიმპიადების 13 მედალს მოუყარა თავი. მათ შორისაა ვანკუვერის 3  და სოჭის თამაშების ამდენივე უმაღლესი სინჯის მედალი, ასევე სოლტ ლეიკ სიტის, ტურინის, ვანკუვერისა და ახლა უკვე პიონჩანგის თამაშების 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი.