სოკ-მა რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს წევრობა აღუდგინა

28 თებერვალი 2018

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთისთვის წევრობის სრულად აღდგენის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პიონჩანგის ოლიმპიადის დოპინგ-ტესტების გადამოწმების  შედეგები გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც, რუსი სპორტსმენების ტესტების  პასუხები უარყოფითი გამოდგა. 

წევრობის აღდგენის  შესახებ სოკ-ის ოფიციალური წერილი  რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს უკვე ჩაბარდა, რაც  დაადასტურა  რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ალექსანდრ ჟუკოვმა. მან  მადლობა გადაუხადა რუს სპორტსმენებს, იმისთვის, რომ  მათ პირნათლად შეასრულეს სოკ-ის მოთხოვნები.

სოკ-ის წევრობის აღდგენის შემდეგ, რუსი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე კვლავ რუსეთის დროშით გამოვლენ და ყველა სხვა უფლებებით ისარგებლებენ.