დაწყებითი კლასის იაპონელმა მოსწავლეებმა ტოკიო -2020-ის თილისმები შეარჩიეს

01 მარტი 2018

ტოკიოს 2020 წლის ზაფზულის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა მსოფლიოს ოფიციალური თილისმები წარუდგინეს.

ფინალში გასულ თილისმებს შორის არჩევანის გაკეთების უფლება დაწყებითი კლასის იაპონელ მოსწავლეებს მიეცათ. ხმის მიცემაში 16 769 სკოლა მონაწილეობდა.

თილისმის არჩევის ამგვარი მეთოდი ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში პირველად გამოიყენეს. თილისმებს სახელებს ზაფხულში დაარქმევენ.

ფინალში ასევე გავიდნენ იაპონურ ეროვნულ თქმულებათა მოტივებზე შექმნილი თილისმები, მაგრამ ბავშვებმა უპირატესობა თანამედროვე ანიმაციას მიაკუთვნეს.

იაპონური ანიმეს სტილის ფიგურები ლურჯი და ალუბლისფერი მოხატულობითაა გაწყობილი, რომელთა დიზაინიც ედოს ეპოქას განეკუთვნება (1603-1868). 

ლურჯ ოლიმპიურ თილისმაში გაერთიანებულია ტრადიციები და თანამედროვეობა, აქვს სამართლიანობის გამძაფრებული გრძნობა და მეტად ათლეტურია. ამასთან, განსაკუთრებული ძალის პატრონია და ნებისმიერ ადგილზე თვალისდახამხამებაში გადაადგილება შეუძლია.

ალუბლისფერ პარალიმპიურ თილისმას ზებუნებრივი ძალა აქვს. მშვიდი ხასიათისაა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში შეუძლია ძალიან ღონიერი გახდეს. დიდსულოვანია და უყვარს ბუნება. შეუძლია ქვებთან და ქართან საუბარი, ასევე, შეუძლია ერთი შეხედვით გადაადგილოს საგნები.

ოლიმპიური და პარალიმპიური თილისმები ერთმანეთის საპირისპირონი არიან, მიუხედავად ამისა, ისინი ერთმანეთს პატივს სცემენ და კარგმეგობრობენ. ორივე დიდი სტუმარმასპინძლობით გამოირჩევა, ყოველთვის საუკეთესოს გაკეთებას ცდილობენ და ყველას ამხნევებენ.