კორეელთა დიდი ნაწილი პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს წარმატებულად მიიჩნევს

04 მარტი 2018

სამხრეთკორეელთა დიდი ნაწილი პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს წარმატებულად მიიჩნევს. სწორედ ასეთია სააგენტო Gallup Korea-ს მიერ ქვეყნის მოსახლეობაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

სააგენტოს ცნობით, სამხრეთკორეელთა 85 პროცენტი პიონჩანგის თამაშებს წარმატებულად მიიჩნევს, 7 პროცენტი - წარუმატებლად, ხოლო რესპოდენტთა 8 პროცენტმა პასუხისგან თავი შეიკავა.

რესპოდენტთა 63 პროცენტის აზრით, არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში სამხრეთკორეელების მიერ დაკავებულმა მეშვიდე ადგილმა მოლოდინს გადააჭარბა, ხოლო 28 პროცენტი აღნიშნავს, რომ ასეთ შედეგს ელოდა.

კორეელთა 70-მა პროცენტმა ყველაზე საინტერესო სახეობად კერლინგი დაასახელა, შემდეგ მოდან ციგურებით რბენა (29), შორტ ტრეკი (26) და სკელეტონი (23).

აღსანიშნავია ამავე სააგენტოს მიერ ერთი წლით ადრე ჩატარებული კვლევის შედეგები, სადაც გამოკითხულ კორეელთა 48 პროცენტი პიონჩანგის ზამთრის თამაშებით  დაინტერესებული იყო, ხოლო 49 პროცენტს ოლიმპიადა არ აინტერესებდა.