სოკ-ის ექსპერტები გუდაურსა და ყაზბეგში

07 მარტი 2018

საქართველოში სტუმრად მყოფი  საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტები - ილბერ ფელი და პამელა ვაიპონდი დღეს გუდაურსა და ყაზბეგს ესტუმრნენ. გუდაურში,  სასტუმრო ,,მარკო პოლოში" მთის კურორტების განითარების სახელმწიფო კომპანიამ  ევროპელ სტუმრებს წარუდგინა პრეზენტაციები, მათ შორის _ გუდაურისა და ბაკურიანის  განვითარების გეგმა. პრეზენტაციები კითხვა- პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ექსპერტებმა დაათვალიერეს გუდაურის სამთო-სათხილამურო ტრასები, შემდეგ კი ყაზბეგში გადაინაცვლეს.

ხვალინდელი დღე  ბორჯომსა და ბაკურიანს დაეთმობა. დაგეგმილია სამთო-სათხილამურო ტრასების მონახულება და პრეზენტაციები მთის კურორტების განვითარების  შესახებ. სტუმრებთან ერთად იმყოფებიან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი და საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური.

სოკ- ის გადაწყვეტილებით საქართველოში მყოფი ექსპერტთა ჯგუფი სწავლობს საქართველოს მთის კურორტებს და მათ პოტენციალს, ასევე  განსაზღვრავს, თუ რა სამუშაოების ჩატარება და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იქნება საჭირო იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ზამთრის სახეობებში უმასპინძლოს მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებს.