შეხვედრა ქუთაისის სპორტის მუზეუმში

08 მარტი 2018

ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულების სპორტის მუზეუმმა, იმერეთის რეგიონულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა (თავმჯდომარე - რევაზ რობაქიძე) და ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებამ (მმართველი - კობა ფხაკაძე) შეხვედრა მოუწყვეს ვეტერან და ახალგაზრდა წარმატებულ სპორტსმენ ქალბატონებს.

სპორტული მუზეუმის მვლევარმა და ქუთაისის სპორტის მემატიანემ - ზურაბ ჯავახაძემ სტუმარ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა, შეკრებილ საზოგადოებას კი  ქუთაისელი ქალი სპორტსმენების საერთაშორისო  შეჯიბრებებზე,  ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული შედეგები გააცნო. ადგილობრივი სპორტის მესვეურებმა - კობა ფხაკაძემ, რევაზ რობაქიძემ, ნინო უჩაძემ მსოფლიო ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვება მიულოცეს პერსპექტიულ ტყვიის მსროლელს ნინო ხუციბერიძეს,  სამსახსოვრო საჩუქარი გადასცეს და ოქტომბერში გასამართ ბუენოს აირესის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე წარმატება უსურვეს.