2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შესაძლოა ახალი დისციპლინები შეიტანონ

09 მარტი 2018

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შესაძლოა ახალი დისციპლინები შეიტანოს, მათ შორის - სუპერმიქსტი ბიატლონში და სინქრონული ფიგურული სრიალი. მომავალი ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ასევე განიხილება გუნდური რბოლები შორტ-ტრეკში და ბობსლეიში, ბიგ-ეირი, ფრისტაილის გუნდური ტურნირი, შერეული გუნდური ასპარეზობები ტრამპლინიდან ხტომაში, ქალთა სათხილამურო ორჭიდი, სამთომოთხილამურეთა პარალელური სლალომი.

საშეჯიბრო პროგრამაში ჩასართავად ახალი დისციპლინების განაცხადები ზაფხულში, IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე განიხილება.

ჩინეთის დედაქალაქი XXIV ზამთრის ოლიმპიადას 2022 წლის 4-20 თებერვალს უმასპინძლებს.