ზაფხულის III ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩირაღდანი არგენტინის ხუთ რეგიონს ეწვევა

19 მარტი 2018

ცნობილი გახდა ბუენოს აირესის ზაფხულის III ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩირაღდნის ესტაფეტის დეტალები. ასევე, გამოქვეყნდა ამავე ღონისძიებისთვის შემუშავებული ლოგოც.

საბერძნეთში ცეცხლის დანთების ცერემონიალის შემდეგ ჩირაღდანი თამაშების მასპინძელი არგენტინის ხუთ რეგიონში იმოგზაურებს და ქვეყნის ყველა კუთხეს ეწვევა.

ჩირაღდნის მარშრუტი არგენტინის ჩრდილო-დასავლეთზე, ჩრდილო-აღმოსავლეთზე, კუიოზე, პამპაზე და პატაგონიაზე გადის. ოლიმპიური ცეცხლი ათეულობით ქალაქს ეწვევა და 10 ათას კილომეტრზე მეტს გადალახავს.

ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის ერთგვარ მხარდამჭერ ლოგოზე გამოსახულია ცეცხლის „სამი ალი", რომელიც სამ ოლიმპიურ ფასეულობას - პატივისცემას, მეგობრობას და ღირსებას წარმოადგენს. გარდა ამისა, ხუთი სხვადასხვა ფერი ხუთ კონტინენტზე მიუთითებს, ისევე როგორც ხუთი ოლიმპიური რგოლი - ხუთ რეგიონზე, რომლებზეც გადის ჩირაღდნის მარშრუტი.