სახელოვანი მოჭიდავე - გურამ საღარაძე იუბილარია

21 მარტი 2018

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი დაბადების დღეს ულოცავს თავისუფალ ჭიდაობაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანს (1964), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს (1963, 65) და ორგზის მეორე პრიზიორს (1966, 67), ევროპის ჩემპიონს (1965) და მესამე პრიზიორს (1968), სსრკ სამგზის ჩემპიონს (1964-66), სსრკ სპორტის დამსახურებულ ოსტატს, სსრკ დამსახურებულ მწვრთნელს, ფილას, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერს, თბილისის საპატიო მოქალაქეს გურამ საღარაძეს, უსურვებს მას ჯანმრთელობას, მხნეობას და დღეგრძელობას.