„დეას" მოსწავლეები ოლიმპიურ მუზეუმში

21 მარტი 2018

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს სკოლა ,,დეა"-ს მეოთხე-მეექვსე კლასების მოსწავლეები ესტუმრნენ. მათ დაათვალიერეს ოლიმპიური მუზეუმი, გაეცნენ ქართული სპორტის ოლიმპიურ ისტორიას, ჩვენი ოლიმპიელების წარმატებებს.  მოსწავლეებს პატივი ჰქონდათ შეხვედროდნენ  XXIV ოლიმპიური თამაშების (სეული, 1988) ჩემპიონს გელა კეტაშვილს. სახელოვანმა  ფეხბურთელმა ახალგაზრდებს  მოუთხრო მის მიერ განვლილ  სპორტულ გზაზე,  სპორტის როლსა და  მნიშვნელობაზე.