ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი - რაფაელ ჩიმიშკიანი იუბილარია

23 მარტი 2018

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი დაბადების დღეს ულოცავს  სახელოვან ძალოსანს, XV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს (1952, ჰელსინკი), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს (1954, 55) და ორგზის მეორე პრიზიორს (1950, 53), ევროპის ექვსგზის ჩემპიონს (1950, 51, 54-57) და მეორე პრიზიორს (1953), მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონს (1951), სსრკ ათგზის ჩემპიონს (1949-60), მსოფლიოს 11-გზის რეკორდსმენს,სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატს, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯს, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერს, თბილისის საპატიო მოქალაქეს რაფაელ ჩიმიშკიანს, უსურვებს მას ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.