WADA საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს ემუქრება

23 მარტი 2018

მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მონაცემთა ბაზის შესწავლისას აღმოაჩინა რუსი სპორტსმენების მხრიდან ანტისადოპინგო წესების 60-ზე მეტი დარღვევა. იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო სპორტული ფედერაციები უახლოეს ხანებში შესაბამის ზომებს არ მიიღებენ, მათ სანქციები ემუქრებათ.

WADA-ს დასკვნები ეფუძნება მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიიდან (LIMS) გამოთხოვილ დოპინგ-სინჯების მონაცემთა ანალიზს.

ადრე გავრცელებული ცნობის თანახმად, ეჭვმიტანილია დაახლოებით 300 მოქმედი რუსი სპორტსმენი. არის მოლოდინი, რომ სახეობების მიხედვით სპორტის საერთაშორისო ფედერაციები თითოეულ საქმეს დამოუკიდებლად განიხილავენ და შესაბამის დისციპლინარულ ზომებს მიიღებენ. მათი უმოქმედობის შემთხვევაში, WADA სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოსთვის (CAS) მიმართვით იმუქრება.