საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების 9 მედალი ბულგარეთიდან

26 მარტი 2018

ბულგარეთის  დედაქალაქ  სოფიაში გამართულ  დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეებმა 9 მედალი მოიპოვეს -1 ოქრო, 3 ვერცხლი და 5 ბრინჯაო.

თავისუფალი ჭიდაობაში ტურნირის ჩემპიონი გახდა ოლიმპიური პრიზიორი და მსოფლიო ჩემპიონი,  მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი, რომელიც ფინალურ ორთაბრძოლაში რუსეთის ნაკრების წევრ მურადინ კუშხოვს დაუპირისპირდა და  5:0  სძლია. ვერცხლის მედალს ირაკლი მწითური (92კგ) დაეუფლა, მესამე საპრიზო ადგილები კი ოთარ გოგავამ(61), ჯაბა ყველაშვილმა (79კგ) და ნიკა კენჭაძემ (79კგ) დაიკავეს.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მონაგარი  4 მედალია. ტურნირის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ თორნიკე ძამაშვილი (82კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ), ბრინჯაოს მედლები  რამაზ ზოიძემ (72კგ) და გიორგი მელიამ (97 კგ ) მოიპოვეს.