ევროპის პირველ ჩემპიონატი თოვლის ფრენბურთში

27 მარტი 2018

23-25 მარტს ავსტრიაში თოვლის ფრენბურთში ევროპის პირველი ჩემპიონატი ჩატარდა. მისი გამარჯვებულები გახდნენ ლიტველები (ქალები) და რუსები (კაცები). უფრო ადრე,  პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე თოვლის ფრენბურთში საჩვენებელი ასპარეზობები გაიმართა. ოღონდ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაცია (FIVB) უახლოეს მომავალში სპორტის ამ სახეობის ზამთრის ოლიმპიადების პროგრამაში ჩართვისკენ ისწრაფვის.

FIVB-ს გენერალური დირექტორის ფაბიო აზევედოს თქმით, „თოვლის ფრენბურთი მეტად ახალაგაზრდა სპორტია. ამ ეტაპზე ჩვენი ამოცანაა ფრენბურთის პოპულარობის ზრდა და მასში ჩართულობა. ჯერ პროდუქტი გვაქვს შესაქმნელი, ამიტომაც ოლიმპიური თამაშები ამ ეტაპზე ჩვენი პრიორიტეტი არ არის."