შოთა მიშველიძე ევროპის ჩემპიონია

28 მარტი 2018

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოვიდა საქართველოს ნაკრების წევრი შოთა მიშველიძე (62 კგ). მან ატაცში მეორე შედეგი აჩვენა - 134 კგ, აკვრაში  საუკეთესო იყო -165 კგ, ორჭიდის ჯამში კი 299 კგ დაუგროვდა და კონტინენტის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. 

მეორე ადგილზე გასული ბულგარელი სტილიან გროზდევი ჩვენს სპორტსმენს 6 კილოგრამით ჩამორჩა (293 კგ), ბრინჯაოს მედალოსანმა, რუმინელმა იონუტ ილიემ კი ჩემპიონთან 16 კილოგრამი წააგო (283 კგ).

ამავე წონით კატეგორიაში გამოვიდა კიდევ ერთი ქართველი ძალოსანი რამინ შამილიშვილი, რომელსაც ორჭიდში მე-5 ადგილი ერგო - 278 კგ(128+150).

ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე, რომელიც 1 აპრილს დასრულდება, ასევე გამოვლენ თათია ლორთქიფანიძე (69 კგ), ანასტასია გოტფრიდი (90 კგ). გოგა ჩხეიძე (69 კგ), რევაზ დავითაძე (85 კგ), დავით ხეცურიანი (105 კგ), ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე (ორივე +105 კგ).