29 მარტი ორი ლეგენდარული მოჭიდავის - დავით ციმაკურიძის და გივი კარტოზიას დაბადების დღეა

29 მარტი 2018

დავით ციმაკურიძე დაიბადა 1925 წლის  29 მარტს ფოთში. თავისუფალი სტილით მოჭიდავე (79 კგ), პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი (1952, ჰელსინკი), სსრკ შვიდგზის ჩემპიონი (1945, 46, 47, 49, 50, 51, 52), მეორე (1954) და მესამე (1948) პრიზიორი, სსრკ ჩემპიონატების ორგზის მეორე პრიზიორი (1947, 48) ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ფილას, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი.

გარდაიცვალა 2006 წელს 81 წლის ასაკში.

გივი კარტოზია დაიბადა 1929 წლის 29 მარტს ბათუმში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე (79 კგ), XVI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1956, მელბურნი), XVII ოლიმპიადის მესამე პრიზიორი (1960, რომი), მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1953, 55, 58), მსოფლიოს თასის მფლობელი (1956), სტუდენტთა მსოფლიოს თამაშების გამარჯვებული (1951), სსრკ ოთხგზის ჩემპიონი (1952-55). ქართველ სპორტსმენთაგან პირველმა მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ვერცხლის პრიზი), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენების, ფილას და ღირსების ორდენების კავალერი.

გარდაიცვალა1998 წელს 69 წლის ასაკში.