რევაზ დავითაძის 3 ევროპული მედალი

30 მარტი 2018

20 წლის ქართველმა ძალოსანმა რევაზ დავითაძემ  (85 კგ) ბრწყინვალედ იასპარეზა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე. მან ორჭიდში 353 კგ მოაგროვა და ჩემპიონის ოქროს მედლის მფლობელი გახდა. გარდა ამისა, დავითაძემ კიდევ ორი ევროპული მედალი მიიღო:  ატაცში ოქრო (163 კგ) და აკვრაში ვერცხლი (190 კგ).

დღესვე აკვრაში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიგო საქართველოს ქალთა გუნდის წევრმა თათია ლორთქიფანიძემ, რომელმაც 69 კგ წონაში იასპარეზა. თათია „ბ" ჯგუფში გამოდიოდა და121 კილოგრამი აკრა, რამაც ამ დისციპლინაში საპრიზო ადგილი მოუტანა.

საქართველოს ძალოსანებმა რუმინეთში უკვე 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში ჯერჯერობით მეორე ადგილზე არიან.