ანასტასია გოტფრიდის ტრიუმფი

31 მარტი 2018

მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა ანასტასია გოტფრიდმა ამჯერად ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გვასახელა: 90 კგ წონით კატეგორიაში  მოასპარეზე ყველა მეტოქეს სოლიდური უპირატესობით აჯობა და სამი ოქროს მედალი მოიპოვა - ატაცში (124 კგ), აკვრასა (132 კგ) და ორჭიდში (256 კგ). 

აღსანიშნავია, რომ  ორჭიდში მეორე ადგილზე გასული ავტრიელი სარა ფიშერი ანასტასიას  30 კილოგრამით ჩამორჩა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გოტფრიდმა აკვრაში, პირველივე ცდაზე სერიოზული ტრავმა მიიღო, მაგრამ ძლიერი ტკივილის მიუხედავად, ორიოდ წუთში მაინც გავიდა ფიცარნაგზე, წონა დაძლია და ჩემპიონობა გაინაღდა.

ჩემპიონატის დამთავრებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ნაკრების ანგარიშზეა 7 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი.  ჩვენი ძალოსანები საერთო ჩათვლაში მხოლოდ მასპინძლებს - რუმინელებს ჩამორჩებიან.

ხვალ ბუქარესტის ფიცარნაგზე გავლენ დავით ხეცურიანი (105კგ), ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე (ორივე +105).