ჩვენი მილოცვა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებულ შთამბეჭდავ გამარჯვებას ულოცავს საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების წევრებს, მწვრთნელებს, გუნდის ხელმძღვანელებს, საქართველოს რაგბის ფედერაციას.
რაგბი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პროგრესირებადი სპორტის სახეობაა, რომელსაც მრავალი წელია გულშემატკივართა დიდი არმიისთვის სიხარული მოაქვს. საფრანგეთში მოპოვებულმა გამარჯვება კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ქართულ რაგბის საიმედო ცვლა ეზრდება.
ჩვენი ღრმა რწმენით, საქართველოში განვითარების დიდი პოტენციალი აქვს ასევე 7-კაცა რაგბის, რომელმაც ოლიმპიურ სახეობათა რიგებში დაიმკვიდრა ადგილი.