ჟურნალისტთა საყურადღებოდ!

02 აპრილი 2018

III ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების (ბუენოს აირესი - 2018) საორგანიზაციო კომიტეტმა დაიწყო ჟურნალისტთა სააკრედიტაციო განაცხადების მიღება.

 განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ საიტს: https://www.olympic.org/news/3rd-summer-youth-olympic-games-in-buenos-aires-argentina-accreditation-..

1.      აკრედიტებულ ჟურნალისტს საშუალება ექნება გააშუქოს შემდეგი ღონისძიებები:

2.      3-4 ოქტომბერი: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის სხდომა;

3.    5-6 ოქტომბერი: ფორუმი „Olympism in Action";

4.      8-9 ოქტომბერი: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესია;

5.      6-18 ოქტომბერი: III ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები.

სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 24 მაისი.

აკრედიტებული ჟურნალისტის მივლინების დაფინანსებას უზრუნველყოფს შესაბამისი მედია-ორგანიზაცია.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საინფორმაციო სამსახურს.