ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებზე აკრედიტებულ პირებს სახის ამომცნობ აპარატზე შეამოწმობენ

03 აპრილი 2018

2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, ყველა აკრედიტებული ოფიციალური პირი სახის ამომცნობ აპარატზე შემოწმდება. სახის ამომცნობი ტექნოლოგები იქნება გამოყენებული აგრეთვე ათლეტებისთვის, მედიისთვის და ოლიმპიადის მომსახურეთათვის.

აკრედიტებულ პირთა საიდენტიფიკაციო ბარათებში მოთავსდება ჩიპები, რომლებიც საკონტროლო ზონებში მისი წარმდგენის ვინაობას ავტომატურად ამოიცნობს. ამგვარი ნაბიჯის მიზანია ბარათის გასხვისებისგან, მისი მოპარვისგან თუ გაყალბებისგან თავის დაზღვევა. გარდა ამისა, შესაბამისი ტექონოლოგიის დანერგვამ მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს, რიგში ყოფნის დროც.

ასევე ცნობილია, რომ თითოეული არენა გარშემორტყმული იქნება ინფრაწითელი სენსორებით და სამეთვალყურეო კამერებით აღჭურვილი  2,5-3 მეტრის სიმაღლის ღობით. გათვალისწინებულია გაყალბებული ბილეთების ამომცნობი აპარატებიც.