„იგრძენი მომავალი!" - ასეთია ბუენოს აირესი 2018-ის დევიზი

11 აპრილი 2018

ბუენოს აირესის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ცნობით, ამ ოლიმპიადის დევიზია: „იგრძენი მომავალი!"

ბუენოს აიერსი 2018-ის მასპინძლები იმედოვნებენ, რომ მისი  მონაწილეები (სულ-3998 სპორტსმენი), რომელებიც გენდერულად თანასოწორ ახალგაზრდულ თამაშებზე იასპარეზებენ, მშვიდობიანი თანაარსებობისა და ერთიანობის მაგალითს მისცემენ თანატოლებს მთელს მსოფლიოში. 

ბუენოს აირესი-2018-ის მონაწილე ახალგაზრდა ათლეტები ოლიმპიური ღირებულებების და მეგობრობის ელჩები გახდებიან. მსოფლიოს ახალგაზრდებისთვის ეს იქნება შთაგონების წყარო, - ამბობს ბუენოს აირესი 2018-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტი ხერარდო ვერტეინი, - მათი მცდელობა და მაგალითი ასევე გვიჩვენებს, თუ რა ძალა აქვს ოლიმპიურ მოძრაობას."

ბუენოს აირესის თამაშებზე გენდერული თანასწორობის თვალსაჩინო მაგალითი იქნება სხვადასხვა ქვეყნის 1999 გოგონას და ამდენივე ვაჟის მონაწილეობა ასპარეზობებში. ამავე ჭრილში, თამაშების მსვლელობისას ოთხ ოლიმპიურ პარკში ათეულობით კულტურული ღონისძიებაც იგეგმება.