ლისის ტბაზე სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნა

14 აპრილი 2018

დღეს, 14 აპრილს ლისის ტბაზე აღნიშნა სპორტის საერთაშორისო დღე, სლოგანით  „სპორტი მშვიდობისა და განვითარებისათვის" და ,,იცხოვრე სპორტით თამბაქოს გარეშე." ღონისძიება ასევე მიეძღვნა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს.

სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში სპორტის  20-ზე მეტი სახეობა იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებას  დაესწრნენ სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.

სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნა კულტურისა და სპორტის სამინისტროს და „სპორტი ყველასათვის" ფედერაციის ორგანიზებით და თბილისის მერიისა და ლისის ტბის ადმინისტრაციის მხარდაჭერით.