ნიკა შენგელიას ვერცხლის მედალი ევროპის ჩემპიონატიდან

16 აპრილი 2018

სომხეთის დედაქალაქ  ერევანში მიმდინარე 23-წლამდელ მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატი წარმატებული გამოდგა საქართველოს ნაკრების წევრის  ნიკა შენგელიასთვის. ხმლით მოასპარეზე ვაჟთა შორის  შენგელიამ  მერვედფინალში დაძაბულ ბრძოლაში 15-14  მოუგო რუს  ვასილ შირშოვს, მეოთხედფინალში  ასეთივე ანგარიშით აჯობა ისრაელის წარმომადგენელს კონსტანტინ ვორონოვს, ნახევარფინალურ შეხვედრაში კი ფრანგი ბაპტისტ დიუბარი 15-12 დაამარცხა და   ჩემპიონატის ფინალში გავიდა. გადამწყვეტი ორთაბრძოლა ნიკამ  იტალიელი  დარიო კავალიერესთან დათმო და  საბოლოოდ ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ფოტო: საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია