საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიელთა სიმბოლური ნაკრები შეადგინა

16 აპრილი 2018

საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატამდე ორი თვით ადრე საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) თავის ოფიციალურ ტვიტერზე იმ ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც სხვადასხვა დროს ოლიმპიური მედლები მოუპოვებიათ.

სიმბოლური ოლიმპიური ნაკრები ასე გამოიყურება: ლევ იაშინი (სსრკ), კარლეს პუიოლი (ესპანეთი), ხავიერ მასკერანო (არგენტინა), მარსელო (ბრაზილია), ფერენც პუშკაში (უნგრეთი), ჩავი (ესპანეთი), ანდრეა პირლო (იტალია), რონადლინიო (ბრაზილია), ლიონელ მესი (არგენტინა), სამუელ ეტო'ო (კამერუნი), ნეიმარი (ბრაზილია).