შეხვედრა სეოკ-ში

18 აპრილი 2018

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა სეოკ-ის შტაბ-ბინაში უმასპინძლა ფიგურული ციგურაობის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და აღიარებულ მწვრთნელს ტატიანა ტარასოვას, რომელმაც მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების არაერთი ჩემპიონი აღზარდა. შეხვედრას ესწრებოდნენ სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მაკა გიორგობიანი.

შეხვედრაზე ისაუბრეს  ფიგურული ციგურაობის განვითარების საკითხებზე, ქართველ მოციგურავეთა პერსპექტივებზე.

,,მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ   განაცხადი გააკეთა სამომავლოდ ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობასთან დაკავშირებით, ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია კონსულტაციები გავიაროთ ისეთ კვალიფიციურ და დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალთან, როგორიც ტატიანა ტარასოვაა. მან მრავალი ოლიმპიური ჩემპიონი აღზარდა  და მისი რჩევა საყურადღებო და გასათვალისწინებელი -" განაცხადა ლერი ხაბელოვმა.