ტოკიო-2020 კითხვებზე საპასუხოდ მზად უნდა იყოს

23 აპრილი 2018

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) საკოორდინაციო კომისიის ავსტრალიელი თავმჯდომარის, ჯონ კოუტსის განცხადებით, ტოკიო-2020-ის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი ქალაქის მზადყოფნასთან  დაკავშირებულ კითხვებზე საპასუხოდ მზად უნდა იყოს.

ახლა მზადების იმ ფაზაში შევდივართ, როდესაც კითხვები მეტად მნიშვნელოვანი და საჩქარო ხდება. ვიცი, რომ სპორტულ ფედერაციებს მზადებასთან დაკავშირებით კითხვები არაერთხელ დაუსვამთ. მეგობრულად გეტყვით, კითხვები უფრო მეტი იქნება, - ამბობს კოუტსი, - ნოემბერში ტოკიოს ეწვევა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების 200-ზე მეტი  წარმომადგენელი. მათ დეტალური ინფორმაციის მიღება სურთ. თქვენ მზად უნდა იყოთ კითხვებზე საპასუხოდ. თუ პასუხები არ გექნებათ, მაშინ ოლიმპიური თამაშების მზადყოფნასთან დაკავშირებით ტოკიოს მიმართ დამაჯერებლობა შესუსტდება."

აღსანიშნავია, რომ ათამდე საერთაშორისო ფედერაციამ თამაშებისთვის მზადების პროცესთან დაკავშირებით გარკვეული უკმაყოფილება უკვე გამოთქვა.

2020 წლის ოლიმპიური თამაშები ტოკიოში  ჩატარდება 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით.