IOC-ის პოზიცია: პოლიტიკური ნეიტრალიტეტი

26 აპრილი 2018

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) საკოორდინაციო კომისიის ავსტრალიელი თავმჯდომარის ჯონ კოუტსის თქმით, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობასთან დაკავშირებით IOC „პოლიტიკურად ნეიტრალური" დარჩება.

გასულ თვეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ფხენიანში სამდღიანი ვიზიტით მყოფ IOC-ის პრეზიდენტ თომას ბახთან შეხვედრისას დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა მონაწილეობას მიიღებს ტოკიოს 2020 და პეკინის 2022 წლის ოლიმპიურ თამაშებში.

2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთის მზადების შემსწავლელი კომისიის ორდღიანი ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საუბრისას ჯონ კოუტსმა განმარტა, რომ IOC იაპონიის ხელისუფლებას იმ პირების მიღებას ვერ აიძულებს., რომლებსაც სპორტთან პირდაპირი კავშირი არა აქვთ.

ჩვენი დიდი სურვილია, რომ ჩრდილოეთ კორეელი ხალხისთვის სპორტი ხელმისაწვდომი იყოს, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში სპორტის განვითარებას, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, IOC-ის პოზიცია პოლიტიკური ნეიტრალიტეტია და ეს ასეთად დარჩება.

ოლიმპიური ქარტიით, მასპინძელ ქვეყანას აქვს ვალდებულება, დაუბრკოლებლად  მიიღოს დელეგაციები, ათლეტები და თანმხლები ოფიციალური პირები, რომლებიც აკრედიტებულნი არიან თამაშებზე. თუმცა, იმასაც ვერ ვიტყვით, რომ მასპინძელ ქვეყანას არ აქვს კონტროლი იმაზე, თუ ვისი მიწვევა სურს პოლიტიკური ლიდერების ჭრილში."

აღსანიშნავია, რომ იაპონიასა და ჩრდილოეთ კორეას შორის დღემდე დაძაბული ურთიერთობაა. მხარეებს შორის ამგვარ დამოკიდებულებაზე გავლენა იქონია  ჩრდილოეთ კორეის ბირთვულმა პროგრამამ, ასევე ჩრდილოეთკორეელი აგენტების მიერ 1977-1983 წლებში იაპონიის მოქალაქეების გატაცებებმა.

ამ მიზეზით, დღესდღეობით ჩრდილოეთკორეელ მოქალაქეებს იაპონიაში შესვლა ეკრძალებათ.