6 მედალი და გუნდური მეორე ადგილი

02 მაისი 2018

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ოქროს 1, ვერცხლის 1 და ბრინჯაოს 4 მედალი მოიპოვა რუსეთის ქალაქ კასპიისკში დამთავრებულ  ევროპის ჩემპიონატზე. ამასთან, ჩვენი ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა.

კონტინენტის ჩემპიონის ტიტულს პირველად დაეუფლა  რობერტ კობლიაშვილი (87 კგ), რომელმაც  ფინალური ბრძოლა 3:2 მოუგო რუსეთის წარმომადგენელ ბეკხან ოზდოევს. ფინალამდე რობერტმა დაამარცხა ბულგარელი ტარეკ მოჰამედი (5:1), შვედი ზაქარიას ბერგი (2:1) და ბელარუსი ნიკიტა კლიმოვიჩი (8:0).

ფინალამდე დაუმარცხებლად მივიდა რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი შმაგი ბოლქვაძეც (67 კგ), მაგრამ საჩემპიონო ბრძოლაში ვერაფერი გააწყო რუს არტიომ სურკოვთან და საბოლოოდ ვერცხლის მედალი მიიღო.

ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.ნუგზარ წურწუმია (55 კგ), დავით ჩხარტიშვილი (60)იური ლომაძე (72) და იაკობ ქაჯაია (130 კგ).

4 მაისს ევროპის ჩემპიონატის მედლებისთვის ბრძოლაში ჩაებმებიან თავისუფალი სტილის მოჭიდავეები. საქართველოს ღირსებას დაიცავენ: 57 კგ - ოთარ გოგავა, 61 კგ - ბექა ლომთაძე, 65 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, 70 კგ - ზურაბ იაკობიშვილი, 74 კგ - ავთანდილ კენჭაძე, 79 კგ - ჯუმბერ ყველაშვილი, 86 კგ - სანდრო ამინაშვილი, 92 კგ - ირაკლი მწითური, 97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე და 125 კგ - გენო პეტრიაშვილი.