რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს ახალი პრეზიდენტი ეყოლება

03 მაისი 2018

29 მაისს ტარდება რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნები, რომელშიც მონაწილეობას აღარ მიიღებს  ამჟამინდელი პრეზიდენტი ალექსანდრე ჟუკოვი.

„ბოლო დროს საერთაშორისო სპორტში ძალზე რთული სიტუაცია შეიქმნა. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი მხოლოდ ამ პოსტზე  უნდა მუშაობდეს, რისი საშუალებაც ახლა მე არ მაქვს, რადგანაც სახელმწიფო დუმაში ძალზე დაკავებული ვარ. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ არ მივიღო არჩევნებში მონაწილეობა," -  განაცხადა ალექსანდრე ჟუკოვმა, რომელიც ამავდროულად რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა.

ალექსანდრე ჟუკოვი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად 2010 წლის მაისში აირჩიეს (მომდევნო. 2014 წლის არჩევნებზე ის უკონკურენტო კანდიდატი იყო -  233 დელეგატიდან მხარი 232-მა დაუჭირა). ცნობილი დოპინგ-სკანდალის გამო, 2017 წლის დეკემბერში ჟუკოვი გარიცხეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოდან,  გარდა ამისა, ის გადააყენეს 2022 წლის ოლიმპიური თამაშების საკოორდინაციო კომისიის ხელმძღვანელის პოსტიდან, ასევე შეუჩერეს პიონჩანგ-2018-ის აკრედიტაცია.

რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილია ამ ორგანიზაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ფარიკაობაში ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი სტანისლავ პოზდნიაკოვი, რომელიც 2018 წლის პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშებზე რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა.