IOC სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს

04 მაისი 2018

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) შვეიცარიის ფედერალურ სასამართლოში დოპინგის მიღებაში ბრალდებული 28 რუსი სპორტსმენის მიმართ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS) მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.

IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე IOC-ის პრეზიდენტის პრესმდივნის მარკ ადამსის მიერ გაკეთებული განცხადებით, ისინი „უკმაყოფილონი არიან როგორც გადაწყვეტილებით, ისე მოტივაციით".

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, დენის ოსვალდისა და სამუელ შმიდის საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე დაყრდნობით, 39-დან 28 რუსი სპორტსმენი დისკვალიფიკაციით დასაჯა, რასაც მათი მხრიდან სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში გასაჩივრება მოჰყვა.

1 თებერვალს CAS-მა 28 რუსი სპორტსმენის საჩივარი დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე (2014) მიღწეული მათი შედეგები ანტისადოპინგო წესების დარღვევის ფაქტების არ ქონის გამო უნდა აღდგეს.

დამატებით, 11 რუსი სპორტსმენის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - ოლიმპიადებიდან სამუდამო დისკვალიფიკაცია პიონჩანგის თამაშების გამოტოვებით შეიცვალა.

შვეიცარიის ფედერალური სასამართლოს CAS-ის ვერდიქტის გაუქმების  უფლებამოსილება აქვს, თუ მასში დარვევებს აღმოაჩენს.